აქციაზე დაკავებულები

პარლამენტის წინ აქციაზე პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა – აქტივისტები

მარიამ ნიკურაძე

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი, ნიკუშა ფარულავა ავრცელებს.

როგორც აქციაზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, პოლიციამ პროტესტის მონაწილეები მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ მათ ხელში ბანერები ეჭირათ.

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ. ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების მმართველობას, ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლებს და ასევე, ითხოვენ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას.

კომენტარები