რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუდანოვი: რასაც პრიგოჟინი ლაპარაკობს, 80% სრული სიმართლეა

კირილ ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი ამბობს, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი დიდწილად სიმართლეს საუბრობს.

"ყველაზე საშინელება ისაა, რომ რასაც პრიგოჟინი ლაპარაკობს, დიდწილად სიმართლეა. არის რაღაცები, რაზეც ვერ იტყვი რომ ტყუილია, მათი ორაზროვნად მიღება შეიძლება, მაგრამ, რასაც ლაპარაკობს, 80% სრული სიმართლეა". – თქვა ბუდანოვმა. 

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ პრიგოჟინი გულწრფრელად აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს.

ბუდანოვი თვლის, რომ პრიგოჟინის ვაგნერმა საკუთარი "მაქსიმალური ეფექტიანობა" აჩვენა, რუსეთის არმიისგან განსხვავებით, რომელიც შურის გამო დანაყოფის "ფიზიკურ განადგურებას" ცდილობს. უკრაინის დაზვერვის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ვაგნერელები კადიროველებზე უფრო ეფექტიანადაც იბრძვიან.

აქამდე, გასულ დღეს The Washington Post-ზე გავრცელდა ცნობა გაჟონილი ფაილებიდან, რომ ევგენი პრიგოჟინი, უკრაინის დაზვერვის შუამავლობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სთავაზობდა რუსი ჯარისკაცების პოზიციების გადაცემას, თუ სანაცვლოდ კიევი ბახმუტიდან ჯარს გაიყვანდა. პრიგოჟინმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით თქვა, რომ WP-ს სტატიის დაწერა მისმა რუსმა მოწინააღმდეგეებმა შეუკვეთეს.

უკრაინის დაზვერვა პრიგოჟინის შეთავაზების ცნობაზე: სხვადასხვა საშუალებებს ვიყენებთ

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს. 

7 მაისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფს დაჰპირდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთან შუამავლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დაუნიშნეს. თუმცა, 9 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ის მოატყუეს და მოთხოვნილი ჭურვების მხოლოდ 10% მიაწოდეს. მან აღნიშნა, რომ ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდებოდნენ.

12 მაისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ მათი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაჯგუფების მოქმედებები შეასრულეს, ტყუილი უწოდა. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები პოზიციებიდან გაიქცნენ.

პრიგოჟინი: თუ არ იქნება ჭურვები, პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინაა მოღალატე

კომენტარები