გუშინ მოგვივიდა სამხედრო განკარგულება, რომელშიც ხაზგასმით იყო ნათქვამი, პირველი, რაც მთავარია – პოზიციების დატოვება სამშობლოს ღალატად გამოცხადდებაო. ამას ჩვენ გვეუბნებიან. თუ არ იქნება საბრძოლო მასალები, ჩვენ პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინ ღალატობს სამშობლოს. როგორც ჩანს ის, ვინც ხელი მოაწერა. მეორე, ამ საბრძოლო ბრძანებაში ეწერა, რომ ვალდებული არიან კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი მოამარაგონ აბსოლუტურად ყველაფრით, რაც საჭიროა... როგორც ჩანს, მან, ვინც ხელი მოაწერა, ეს განცხადება ემოციურად გააკეთა თავის საბრძოლო განკარგულებაში, რადგან ეშინოდა, რომ წავიდოდით და მივიდოდნენ მასთან, როსტოვში. მასთან როსტოვში კი უკრაინელები მივლენ, თუ ფრონტი ჩამოიშლება. დღეს ყველაფერი კეთდება, რომ ის ჩამოიშალოს. დღეს თავდაცვის სამინისტროს ერთი ქვედანაყოფი გაიქცა ჩვენი ერთ-ერთი ფლანგიდან. პოზიციები მიაგდეს. ყველა გაიქცა.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
პრიგოჟინი: თუ არ იქნება ჭურვები, პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინაა მოღალატე
tbl.ge/6d4f
დაკოპირდა

თქვა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა პრესსამსახურის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში. პრიგოჟინი, რომელიც 10 მაისს ბახმუტში პოზიციების დატოვებას საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო აპირებდა, ახლა ამბობს, რომ კიდევ რამდენიმე დღე გაჩერდებიან. მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მოატყუეს და იმ პირობის ნაცვლად, რომ ყველა საჭირო შეიარაღებას მიიღებდნენ, მოთხოვნილი ჭურვების მხოლოდ 10% გადასცეს.
ევგენი პრიგოჟინივაგნერის ჯგუფივაგნერირუსეთიუკრაინაბახმუტირუსეთის თავდაცვის სამინისტრორუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ამავე თემაზე
- FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
- პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ
- ლავროვი: იმის ფიქრიც კი არ მინდა, რომ ალასკის სამიტი კიევისთვის დროის მოსაგებად გაიმართა
- Kyiv Independent: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს
- ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ




