რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი: დაგვპირდნენ, რომ იმდენ საბრძოლო მასალას მოგვცემენ, რამდენიც დაგვჭირდება

ევგენი პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსი ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რომ მან მიიღო საბრძოლო ინსტრუქცია, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან, რომ ვაგნერის ჯარისკაცები მიიღებენ იმდენ საბრძოლო მასალასა და იარაღს, რამდენადაც შემდგომი ოპერაციებისთვის დასჭირდებათ.

პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერის ჯგუფს შორის შუამავალი სერგეი სუროვიკინი იქნება.

"გვპირდებიან რომ მოგვცემენ საბრძოლო მასალასა და შეარაღებას, იმდენს, რამდენიც დაგვჭირდება რათა მოქმედებები გავაგრძელოთ. გვეფიცებიან, რომ ფლანგზე მოგვაწვდიან ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა მოწინააღმდეგემ არ გაგვანადგუროს. გვეუბნებიან, რომ არტიომოვსკში (ბახმუტი) ისე შეგვიძლია ვიმოქმედოთ, როგორც საჭიროდ ჩავთვლით. ასევე ჩვენ გვაძლევენ სუროვიკინს, როგორც ადამიანს, რომელიც მიიღებს ყველა ჩვენს გადაწყვეტილებას კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის საბრძოლო მოქმედებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით". – თქვა პრიგოჟინმა.

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს

კომენტარები