მერლინ მენსონის საქმე

მერლინ მენსონი ცილისწამებისთვის უჩივის ყოფილ საცოლეს, რომელმაც ძალადობაში დაადანაშაულა

Vanity Fair

მერლინ მენსონმა ლოს-ანჯელესის სასამართლოს საჩივრით მიმართა. როკ მუსიკოსი ყოფილ საცოლეს, მსახიობ ევან რეიჩალ ვუდსს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

მომღერლის თქმით ვუდმა განზრახ თქვა ტყუილი და თავისი ქმედებებით მის რეპუტაციასა და მუსიკალურ კარიერას ზიანი მიაყენა. 

2021 წელს ცნობილი როკ მუსიკოსი ათობით ადამიანმა ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში, გაუპატიურებაში, თავდასხმაში, ასევე იარაღით მუქარაში დაადანაშაულა. წლის დასაწყისში, პირველი ბრალმდებელი მომღერლის ყოფილი მეგობარი ქალი, Westworld-ის მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი გახდა.

ვუდი წლების განმავლობაში აქტივისტი იყო და ხშირად საუბრობდა სექსუალური და ფიზიკური ძალადობის პრობლემებზე. ის ამბობდა, რომ მსგავსი ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილა პარტნიორის მხრიდან, თუმცა ამ დრომდე მისი ვინაობა არ გაუმჟღავნებია.

"ჩემზე მოძალადის სახელი ბრაიან უორნერია, მსოფლიოსთვის ასევე ცნობილი, როგორც მერლინ მენსონი. მან თვალი ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს დამადგა და წლების განმავლობაში საშინლად ძალადობდა. ის ტვინს მირეცხავდა და მანიპულაციის მეშვეობით მაიძულებდა, დავმორჩილებოდი.

აღარ ვაპირებ შურისძიების, ცილისწამების ან შანტაჟის  შიშით ცხოვრებას. აქ ვარ, რათა გამოვააშკარავო ეს საშიში კაცი და დავასახელო ის ინდუსტრიები, რომლებიც ამის საშუალებას აძლევდნენ, სანამ ის სხვებსაც დაუნგრევს ცხოვრებას. მე ვდგავარ იმ მსხვერპლების გვერდით, რომლებიც დუმილს აღარ აპირებენ". – დაწერა მან.

მენსონმა და ვუდმა ურთიერთობა 2007 წელს დაიწყეს. 2010 წელს წყვილი დაინიშნა, თუმცა ქორწილი არ შედგა, შვიდი თვის შემდეგ მომღერალი და მსახიობი დაშორდნენ.


2021 წელს ცნობილი როკ მუსიკოსი ათობით ადამიანმა ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში, გაუპატიურებაში, თავდასხმაში, ასევე იარაღით მუქარაში დაადანაშაულა.

ვუდის შემდეგ მომღერალი სოციალურ ქსელში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. მოგვიანებით მენსონი სხვადასხვა ტიპის ძალადობაში თითქმის ოცმა ადამიანმა დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ პორნომსახიობი ჯენა ჯეიმსონი, GOT-ის მსახიობი ესმე ბიანკო, მომღერალი ელი როუსელი, გიტარისტი უეს ბორლანდი. სტილისტ ლავ ბეილის თქმით, 2011 წელს, მუსიკოსმა იარაღი შუბლზე მიადო და ჰომოფობიური მოტივით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებებიდან მალევე მენსონი ორი კინოპროექტიდან მოხსნეს. მოგვიანებით მასთან კონტრაქტი ჰოლივუდის სააგენტომ და ხმის ჩამწერმა სტუდიამ გაწყვიტა.

თავად მენსონი ვუდის ბრალდებას მეორე დღეს გამოეხმაურა და "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა

ლოს-ანჯელესის პოლიციამ მერლინ მენსონის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად 22 თებერვალს დაიწყო

მენსონის წინააღმდეგ წამოწყებული ერთ-ერთი სასამართლო პროცესი 2021 წლის 21 სექტემბერს, ხანდაზმულობის გამო შეჩერდა.

2022 წლის დასაწყისში ფედერალურმა სასამართლომ მერლინ მენსონის წინააღმდეგ აღძრული სექსუალური ძალადობის საქმე წარმოებაში არ მიიღო. მუსიკოსის ადვოკატების თქმით საქმე სასამართლოდან მომჩივანმა მხარემ გაიტანა.

მიმდინარე წლის 26 იანვარს მენსონმა ესმა ბიანკოსთან სექსუალური ძალადობის საქმეზე შეთანხმებას მიაღწია.

კომენტარები