დონალდ ტრამპი

ვინ არის პორნოვარსკლავი, რომლის გაჩუმების გამო ტრამპს ბრალი წაუყენეს?

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას ყოფილი პორნომსახიობი სტორმი დენიელსისთვის თანხის გადახდის დაფარვისთვის ბრალს წაუყენებენ.

დენიელსის მტკიცებით, მას და ტრამპს სექსი ჰქონდათ და მან ამ ამბის 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიისას დასამალად ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატისგან 130 000 დოლარი მიიღო.

საქმის განხილვა 2018 წელს დაიწყო. ტრამპი უარყოფდა დენიელსთან რამე სექსუალურ კავშირს. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი, მაიკლ კოენი დააპატიმრეს.

"მემუქრებოდნენ" – 2018 წელს დენიელსი საუბარს იწყებს 

როგორც დენიელსი ამბობს, ის ლუიზიანას დედაქალაქში "უყურადღებო დედამ" გაზარდა. ცხენები მისი მთავარი ინტერესი და ჰობი იყო. თუმცა საკუთარი თავის ფინანსურად რჩენა სტრიპტიზ კლუბებში მუშაობით ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლისას დაიწყო. 

მან პორნოგრაფიული ფილმებში გამოჩენა და მათი პროდიუსინგი შეძლო.

"პატარა გოგონა, რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა". - ასე ახასიათებს თავს დენილსი. იგი მოგვიანებით, 2006 წელს გოლფის ტურნირზე ტრამპს კალიფორნიაში შეხვდა. ის ამტკიცებდა, რომ ტრამპს დაცვის წევრმა იგი სადილზე დაპატიჟა, რათა  მოგვიანებით მაშინ ბიზნესმენთან სექსი სასტუმროს ნომერში ჰქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ტრამპი პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან უკვე ქორწინებაში იყო. 

გოლფის ტურნირზე მელანია არ იმყოფებოდა, რადგან ახალნამშობიარები იყო. 

ბრალდებები: თანხა გაჩუმების სანაცვლოდ

2016 წელს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დენიელსის მტკიცებით, ტრამპის ადვოკატმა, მაიკლ კოენმა 130 000 დოლარი გადაუხადა, რათა ყოფილ პრეზიდენტთან სექსუალური კავშირი დაემალა.

მისი თქმით, მან თანხა მიიღო, რადგან ოჯახის უსაფრთხოებაზე ღელავდა. ყოფილი პორნომსახიობის თქმით, მას ფიზიკური შევიწროებითა და სასამართლოში ჩივილით ემუქრებოდნენ.

2011 წელს, მალევე მას შემდეგ, რაც დათანხმდა ინტერვიუს მიცემას ჟურნალ In Touch-ისთვის ტრამპთან რომანზე, მისი თქმით, უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა მას და მის ჩვილ ქალიშვილს ლას-ვეგასის ავტოსადგომზე და უთხრა, რომ ტრამპისთვის თავი დაენებებინა.

In Touch-თან სრული ინტერვიუ 2018 წელს გამოქვეყნდა.

60 წუთის ეპიზოდის ეთერში გასვლამდე ტრამპის ადვოკატთან, კოენთან დაკავშირებული კომპანია დენიელსს 20-მილიონიანი სარჩელით დაემუქრა. კომპანიის მტკიცებით, დენიელსმა დაარღვია საიდუმლოდ შენახვის შეთანხმება.

დენიელსმა CBS-ის შოუს განუცხადა, რომ ის რისკავს მილიონი დოლარის ჯარიმას, რადგან, მისი თქმით, " მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შემეძლოს საკუთარი თავის დაცვა".

უკანონოა თუ არა გასაჩუმებლად ფულის გადახდა? 

ვინმეს გასაჩუმებლად კომპენსაციის გადახდა არალეგალური არ არის. თუმცა, რამაც ტრამპს პრობლემები შეუქმნა არის ის, თუ როგორ გადაუხადა კოენმა ქალს ანაზღაურება. სასამართლოს თანახმად, ადვოკატმა ბიზნეს ჩანაწერები გააყალბა - თითქოს გადახდა იურიდიული პირის სახელზე მოხდა.

გადახდა ასევე განხორციელდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე და ტრამპის კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ეს თანხა შეიძლება იყოს კამპანიის დაფინანსების დარღვევით მიღებული.

2018 წლის აგვისტოში,კოენმა დამნაშავედ ცნო გადასახადებისგან თავის არიდებაში და კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაში, ნაწილობრივ დაკავშირებულია მის გადახდასთან დენიელსთან და ტრამპის სხვა სავარაუდო საყვარლებთან.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ადვოკატი ამტკიცებდა, რომ  ტრამპს არანაირი კავშირი არ ჰქონდა გადახდებთან, მოგვიანებით მან ჩვენებისას აღნიშნა ტრამპმა მას 2016 წლის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე 130 000 აშშ დოლარის გადახდა დაავალა.

ტრამპმა აღიარა, რომ თანხა გადაიხადა, რაც უკანონო არ არის, მაგრამ უარყო დელიელსთან სექსუალური კავშირი და რაიმე სახის დარღვევა საარჩევნო კამპანიის კანონებთან მიმართებით. 

დიდი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დახურულ კარს მიღმა იმართება.

ტრამპი სასამართლოს წინაშე დღეს, 4 აპრილს წარდგება. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ მანჰეტენის ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპს 2016 წლის კამპანიის დროს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის გადახდილი თანხის გამო ბრალი წაუყენეს.  ტრამპი ჯერ ამ თვის დასაწყისში საუბრობდა მის მოსალოდნელ დაკავებაზე.  მან სასამართლოს გადაწყვეტილებას "პოლიტიკური დევნა და არჩევნებში ჩარევის მცდელობა" უწოდა.

როგორ გამოიყენებს ტრამპი საბრალდებო დასკვნას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?

 

ანალიტიკოსთა აზრით, ტრამპი შეეცდება საკუთარი საბრალდებო დასკვნა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დემოკრატებს დააბრალოს, სასამართლო სისტემის მის წინააღმდეგ გამოყენება. თუმცა, ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ ყოფილი პრეზიდენტის დრამებით დაღლილი რესპუბლიკელები პრაიმერისას სხვა კანდიდატის ძებნას დაიწყებენ.

ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენება უპრეცედენტოა აშშ-ს ისტორიაში. Reuters-მა ჩაწერა რესპუბლიკელი მრჩევლები, პარტიის წარმომადგენლები და პოლიტიკური ანალიტიკოსები: მათი თქმით, ტრამპის მხარდამჭერები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან და ამან შეიძლება მხოლოდ გააძლიეროს მათი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ მას 2024 წლის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში. 

პრაიმერის მოსაგებად, ტრამპს, სავარაუდოდ, მოუწევს თავისი მხარდაჭერის გაფართოება: წინასწარი მონაცემებით, ყველაფრის მიუხედავად, რესპუბლიკელი ამომრჩევლის 25%-30% ტრამპის ერთგული ამომრჩეველია. ეს რიცხვი საკმარისი არ არის, როგორ გამოიყენებს საბრალდებო დასკვნას ტრამპი ამომრჩევლის გასაზრდელად მთავარ კითხვად რჩება.

ტრამპთან დაახლოებულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ მისი კამპანია შეეცდება წარმოაჩინოს საბრალდებო დასკვნა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ყველა დევნა - მათ შორის მისი ორი იმპიჩმენტი კონგრესში - არის დემოკრატების გაუმართლებელი მცდელობა, ძირი გამოუთხაროს მას და მის მხარდამჭერებს.

როდისთვის იქნება ცნობილი რომელი რესპუბლიკელი დაუპირისპირდება ტრამპს 2024 წლის არჩევნებში?

ტრამპმა თეთრ სახლში დასაბრუნებლად ბრძოლა ოფიციალურად ჯერ კიდევ ნოემბერში დაიწყო. ჯერ რესპუბლიკელთა კანდიდატობისთვის ოფიციალურად, ტრამპთან ერთად, მხოლოდ სამი კანდიდატი იბრძვის.

ტრამპის მთავარ კონკურენტად ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი განიხილება, რომელსაც საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად ჯერ არ დაუყენებია, თუმცა პრაიმერში ჩართვა ჯერ დაგვიანებული არ არის, პირიქით, ტრამპის გადაწყვეტილება - უკვე ნოემბრისთვის დაეწყო კამპანია, ითვლება სულსწრაფობად. კანდიდატთა ზრდას გაზაფხულის მიწურულს უნდა ველოდოთ.  

კომენტარები