დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: მომავალ კვირას დამაკავებენ

დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მას მომავალ კვირას მანჰეტენის ოლქის პროკურატურის მიერ საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავებენ. ამის შესახებ მან Truth Social-ზე დაწერა. 

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა საკუთარ თავზე საუბრისას აღნიშნა, რომ "რესპუბლიკური პარტიის წამყვანი კანდიდატსა და შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს მომავალი კვირის სამშაბათს დააპატიმრებენ". მისივე თქმით, ამას მანჰეტენის რაიონის ოფისიდან "გაჟონილი ინფორმაცია" მიუთითებს. 

გარდა ამისა, მან მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, ნიუ იორკის სამართალდამცავები ბრალდებისთვის შესაძლო წარდგენისთვის ემზადებიან.

პოტენციური ბრალდების საფუძველი მრავალწლიანი გამოძიებაა, რომელიც პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსთან დაკავშირებულ სკანდალს მიემართება. 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლოს, ტრამპის მაშინდელმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა დენიელსს 130 000 დოლარი გაუგზავნა, რათა მას ტრამპთან ურთიერთობის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა. დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა.

კომენტარები