დონალდ ტრამპი

NYT: ტრამპმა CIA-ს ვენესუელაში საიდუმლო ოპერაციების ჩატარების ნებართვა მისცა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, CIA-ს ვენესუელის ტერიტორიაზე საიდუმლო სპეცოპერაციების წარმოების უფლება მისცა.

ინფორმაციას გამოცემა The New York Times რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

სტატიის მიხედვით, მადუროსა და აშშ-ს სპეცსამსახურებს შორის მოლაპარაკებები შედგა, რომელზეც ვენესუელის პრეზიდენტმა უახლოეს ორ წელში საკუთარი ნებით გადადგომის სურვილი გამოთქვა, რაზეც ამერიკელებისგან უარი მიიღო. 

ნებისმიერ შემთხვევაში CIA-ს ოპერაციები სამხედრო ქმედებებზე ადრე ჩატარდება.

სტატიაში ასევე წერია, რომ სამხედროებმა ნარკოტიკების მწარმოებელი იმ ქარხნების სავარაუდო ადგილმდებარეობები წარმოადგინეს, რომლებზეც აშშ დარტყმას მიიტანენ.

თეთრი სახლისა და CIA-ს წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

კომენტარები