2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

როდისთვის იქნება ცნობილი რომელი რესპუბლიკელი დაუპირისპირდება ტრამპს 2024 წლის არჩევნებში?

გასულ თვეს, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთვის იბრძოდა

ჯერჯერობით დონალდ ტრამპი ერთადერთი რესპუბლიკელი კანდიდატია, რომელმაც კამპანია წამოიწყო. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელთა ნაწილი ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ ბრძოლაში აღარ ჩაერთვება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპს პრაიმერში მარტო დარჩენა მოუწიოს.

თუმცა მთავარ კითხვად რჩება, როდისთვის იქნება ცნობილი რომელი რესპუბლიკელი დაუპირისპირდება ტრამპს 2024 წლის არჩევნებში? 

ამ კითხვაზე საპასუხოდ Fivethirtyeight-მა შეაფასა ღია საპრეზიდენტო პრაიმერები 1980-დან 2020 წლამდე და მთავარ ცვლადად აიღო პოლიტიკოსთა ოფიციალური განაცხადი კანდიდატობის შესახებ ან მათი მიმართვა ფედერალურ საარჩევნო კომისიაში. მედიამ შესადარებლად კი აიოვას პრაიმერი აიღო - გრძელვადიანი საარჩევნო მარათონის პირველი გაჩერება.

ამ პერიოდში კანდიდატობის შესახებ 4 განაცხადიდან, 3-მა ეს აიოვას პრაიმერიდან 210-420 დღით ადრე გააკეთა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ აიოვას 2024 წლის პრაიმერი ძირითადად იანვარის დასაწყისში ან თებერვლის შუა რიცხვებში ტარდება - მისგან 375-დან 425 დღემდე გვაშორებს. 210-დან 420-დღიან დიაპაზონზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ ტრამპის ოპონენტების ახალი წლის შემდეგ შეუერთდებიან და მათი საბოლოო რაოდენობა მხოლოდ 2023 წლის ივნისში გვეცოდინება.

პრაიმერის 15 კანდიდატიდან, რომლებმაც პრაიმერი საბოლოოდ გამარჯვებით დაასრულა, ყველამ, ერთის გარდა, ოფიციალური კამპანია 210-დან 420-დღიან შუალედში დაიწყო.

მაგალითად, 2016 წელს, ტრამპმა კანდიდატობა 230 დღით ადრე გამოაცხადა, 2012 წელს მიტ რომნიმ - 215 დღით ადრე, ხოლო 2008 წელს ჯონ მაკკეინმა მიმართა კენჭისყრამდე 413 დღით ადრე გაავრცელა. მხოლოდ ბილ კლინტონმა მიიღო მონაწილეობა პრაიმერში 210 დღეზე ნაკლებ დროში.

საბოლოოდ, ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო ბრძოლაში შესვლის დრო საკმაოდ ადრეა წინა საპრეზიდენტო კანდიდატების გადაწყვეტილებებთან შედარებით, თუმცა არ არის აშკარა გამონაკლისი.

როგორც ჩანს, ახალი წლის დადგომის შემდეგ, ნებისმიერ დროს უნდა ველოდოთ მომავალი კანდიდატთა ვინაობის გარკვევას.

მოსალოდნელია, რომ დესანტისი, ტრამპის ყველაზე ძლიერი კონკურენტი, დაელოდება გვიან გაზაფხულს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა შესაძლო კონკურენტები ამასობაში პრაიმერში მონაწილეობას არ გადაწყვეტენ.

კომენტარები