2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

"კვანტური ნახტომი ცხოვრების სტანდარტში" – ტრამპს ფუტურისტული ქალაქების აშენება სურს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გეგმავს ჩაატაროს კონკურსი, რათა ათამდე "თავისუფალი ქალაქი" აშენდეს.

"ამერიკელთა წინა თაობები დიდ ოცნებებს მისდევდნენ და ახორციელებდნენ იმ გაბედულ პროექტებს, რომლებიც ერთ დროს აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა. მათ მიაღწიეს დაუსახლებელ კონტინენტამდე და ააგეს ახალი ქალაქები ველურ საზღვარზე. მათ შეცვალეს ამერიკელთა ცხოვრება სახელმწიფოთაშორისი საავტომობილო გზების სისტემით - ეს შესანიშნავი იყო. და მათ გაუშვეს თანამგზავრების უზარმაზარი ქსელი დედამიწის ორბიტაზე". - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპი ამბობს, რომ ის უმასპინძლებს კონკურსს საზოგადოებისთვის, რათა შექმნან და შემდეგ ააშენონ "თავისუფლების ქალაქები" ფედერალური მიწის მცირე ნაწილზე.

ტრამპი, ასევე, განიხილავს ინვესტიციას ვერტიკალური ასაფრენ-დასაფრენი მანქანების წარმოებაში - მათ, ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, შეუძლიათ კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირონ ამერიკული ქალაქები და სოფლები ერთმანეთს. ტრამპის ეს გადაწყვეტილება იმ "ძირითადი ინიციატივის" ნაწილია, რომელიც ორიენტირებულია ახალი მანქანის ღირებულების შემცირებასა და ტრანსპორტირების ახალი მეთოდების შექმნაზე.

"ისევე, როგორც გასულ საუკუნეში ამერიკის შეერთებულმა შტატები სათავეში ედგა საავტომობილო რევოლუციას, მინდა დავრწმუნდე, რომ ამერიკა და არა ჩინეთი, იქნება ლიდერი საჰაერო მობილობაშიც". - ამბობს ტრამპი ვიდეოში.

ტრამპის "კვანტური ნახტომის" ინიციატივა არის იმ ვიდეოების ციკლიდან, რომელიც მან საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების შემდეგ გაავრცელა. სხვა ვიდეოები ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საზღვრის უსაფრთხოება და განათლება.

"მაგრამ დღეს ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სითამამე. ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენ მას დავიბრუნებთ. თუ გადავხედავთ წარსულს, სულ რაღაც სამი წლის წინ, რასაც ჩვენ წარმოუდნგენელს ვქმნიდით. რა კარგი იყო, რა კარგი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მიზანი იქნება კვანტური ნახტომი ამერიკის ცხოვრების სტანდარტში". - ამბობს ტრამპი. 

კომენტარები