აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააანონსა, რომ თეთრი სახლის აპარატის უფროსად მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, სუზი უაილსს დანიშნავს, რაც ტრამპის მხრიდან თანამდებობაზე დანიშვნის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პირველი ანონსია.
67 წლის უაილსი პირველი ქალი იქნება, რომელიც თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობას დაიკავებს.
"სუზი ძლიერი, ჭკვიანი, ნოვატორული და საყოველთაოდ აღმაფრთოვანებელი და პატივცემულია". - განაცხადა ტრამპმა: "ეჭვიც არ მაქვს, რომ ის ჩვენს ქვეყანას ამაყს გახდის".
წარსულში უაილსი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო კამპანიაში მუშაობდა 1980 წელს, ხოლო 2018 წელს იგი რესპუბლიკელ გუბერნატორს, რონ დესანტისს, ფლორიდაში არჩევნების მოგებაში დაეხმარა. 2016 და 2020 წლის არჩევნებზე იგი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიებში უფროსი მრჩეველი იყო.