2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

ამერიკული მედია: ტრამპმა ჯორჯიაში გაიმარჯვა, სადაც მან 2020-ში წააგო

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Al Drago / Bloomberg via Getty Images file

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ს არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და დამატებით 16 საარჩევნო კოლეგიის ხმა მოიპოვა.

ჯორჯიის შტატში ტრამპი 2020 წელს ჯო ბაიდენთან დამარცხდა, რის გამოც ტრამპის საარჩევნო შტაბმა 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში ამ შტატის ხელახლა მოსაგებად დიდი ძალისხმევა ჩადო.

ამჟამად ჯორჯიაში ხმების 94%-ზე მეტია დათვლილი, საიდანაც ტრამპის მიერ მოპოვებული მხარდაჭერა 50.9%-ია, კამალა ჰარისის კი - 48.4%.

ჯორჯიის მოგების შემდეგ ტრამპს 247 საარჩევნო კოლეგიის ხმა აქვს, ხოლო ჰარისს - 210. გამარჯვების მოსაპოვებლად ორივე კანდიდატს 270 ხმის აღება სჭირდება.

ამერიკა ირჩევს თავისუფალი სამყაროს ლიდერს – რა უნდა იცოდეთ  

კომენტარები