Associated Press-ის ამ დროის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი საარჩევნო კოლეგიის 177 ხმით ლიდერობს, ხოლო კამალა ჰარისს 99 ხმა აქვს მოპოვებული.
თუკი ორივე კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმებით ვიმსჯელებთ, ტრამპმა უკვე 27.5 მილიონზე მეტი ხმა მიიღო და მისი მხარდაჭერა ახლა 52.4%-ზეა. თავის მხრივ, კამალა ჰარისს ჯერჯერობით 24.5 მილიონამდე ხმა აქვს მოპოვებული, რაც 46.4%-ს შეადგენს.
შტატები, რომლებშიც ამჟამად ტრამპი იმარჯვებს:
-
ვაიომინგი
-
ჩრდ. დაკოტა
-
სამხ. დაკოტა
-
ნებრასკა
-
ოკლაჰომა
-
ტეხასი
-
არკანზასი
-
ლუიზიანა
-
მისისიპი
-
ალაბამა
-
ფლორიდა
-
ტენესი
-
კენტუკი
-
სამხ. კაროლინა
-
დასავლეთ ვირჯინია
-
ოჰაიო
-
ინდიანა
შტატები, რომლებშიც ამჟამად ჰარისი იმარჯვებს:
-
ილინოისი
-
ნიუ-იორკი
-
მერილენდი
-
დელავერი
-
ვერმონტი
-
მასაჩუსეტსი
-
როდ-აილენდი
-
კონექტიკუტი
-
ნიუ-ჯერსი