EU-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

კალაძე CNN-ზე: ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა და ზეწოლა საქართველოზე

ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა და ზეწოლა საქართველოზე. თქვენ იცით, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ, პირველ რიგში, დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. 

ჩვენ, რა თქმა უნდა, მიუხედავად ზეწოლისა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს დაცული. ძალიან ხშირია ბრალდებები, ძალიან ხშირია მიზანმიმართული პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველო ვიღაცას რაღაცაში ეხმარება, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ფაქტებზე, ფაქტები არის 0. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. 19 იანვარს CNN-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხი განიხილა და სანქციებისთვის გვერდის ავლის მაგალითად საქართველო მოიყვანა.

კომენტარები