EU-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ევროპულმა საბჭომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

Shutterstock

ევროპულმა საბჭომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივა.

სანქციები, რომლებიც ძალაში 2023 წლის 15 სექტემბრამდე იქნება, მიმართულია "მათ წინააღმდეგ ვინც პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაზე ან მუქარაზე".

ამჟამად სანქციები ვრცელდება 1 473 ფიზიკურ და 205 იურიდიულ პირზე. იგი მოიცავს მოგზაურობებზე შეზღუდვებს, აქტივების გაყინვას და ჩამოთვლილ ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირებზე ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განაახლა მას შემდეგ, რაც თებერვალში სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა.

კომენტარები