EU-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ვოლსკი: ლაიენი იქნება თუ კუბილიუსი, როცა ჭორებსაა აყოლილი, ეროვნული ინტერესი უნდა დავიცვათ

თვითონ საკითხი რომ დაისმება, წინასწარ მოლაპარაკებულს ჰგავს. მე არ მაინტერესებს, ფონ დერ ლაიენია, კუბილიუსი თუ ნებისმიერი სხვა, როდესაც ჩემს ქვეყანას უპირისპირდება, ჭორებს არის აყოლილი და, პირიქით, არათუ ჭორებს არის აყოლილი, ჭორის შექმნის წყაროა თავად, ვინც არ უნდა იყოს, რასაკვირველია, მე და თქვენ ვალდებული ვართ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი დავიცვათ. ეს არის მტრული დამოკიდებულება გარკვეული პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი. 19 იანვარს CNN-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხი განიხილა და სანქციებისთვის გვერდის ავლის მაგალითად საქართველო მოიყვანა.

კომენტარები