ეკოაქტივიზმი

რატომ ერჩიან ეკოაქტივისტები მუზეუმის ექსპონატებს?

რამდენიმე დღის წინ, 14 ოქტომბერს ეკოაქტივისტებმა ლონდონის ეროვნულ გალერეაში ვან გოგის მზესუმზირებს პომიდვრის წვნიანი შეასხეს. გავრცელებული კადრების მიხედვით, აქტივისტები, რომლებსაც მაისურები ეცვათ წარწერით - Just Stop Oil (შეაჩერეთ ნავთობი), ნახატს წვნიანის კონსერვს ასხამენ

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კლიმატის პრობლემებით დაინტერესებული აქტივისტები პროტესტის ნიშნად სამუზეუმო ექსპონატებს "ესხმიან თავს". 

გასულ კვირას, 9 ოქტომბერს ავსტრალიაში აქტივისტებმა - Extinction Rebellion მინით დაცულ პიკასოს ნახატს - "ხოცვა კორეაში" წებოვანი ხელი მიადეს და გამოფინეს პოსტერი, წარწერით: "კლიმატური ქაოსი = ომი + შიმშილი". მანამდე, ივნისში იგივე გააკეთა Just Stop Oil-ის წარმომადგენლებმა, ოღონდ ამჯერად ისინი ვან გოგისა და უილიამ ტერნერის ნახატებს "მიემაგრნენ". 

30 მაისს კი პლანეტის დაცვის მოთხოვნით ლუვრში მონა ლიზას ტორტი ესროლეს

მნიშვნელოვან კითხვად რჩება - რატომ ერჩიან ეკოაქტივისტები მუზეუმის ექსპონატებს? 

კრიტიკოსების პასუხად, აქტივისტები აღნიშნავენ, რომ მათი მოქმედებები არ არის უპატივცემულობის გამოხატულება, არამედ იმის ხაზგასმაა, თუ რას აფასებს თანამედროვე საზოგადოება - ამ უკანასკნელის როგორც გულწრფელი, ისე ცინიკური გაგებით.

"ეს ნახატი დაცულია, მაგრამ ჩვენ დაუცველები ვართ. რა უფრო ღირებულია - ეს ნახატი თუ ჩვენი კაცობრიობის მომავალი", - ვან გოგის ნახატზე "თავდასხმის" შემდეგ უთხრა Just Stop Oil-ის წარმომადგენელმა CTVNews.ca-ს სატელეფონო ინტერვიუში

წერილობით განცხადებაში Just Stop Oil-მა განმარტა, რომ ეროვნულ გალერეაში არსებული ნამუშევრები წარმოადგენს "კაცობრიობის შემოქმედებას და ბრწყინვალებას" რაც "როგორც ხალხი მიიჩნევს სანუკვარი და დაცული უნდა იყოს". მათი თქმით, ეს შეუძლებელი იქნება, თუ დავუშვებთ ჩვენი პლანეტის განადგურებას კლიმატის ცვლილების გამო. 

აქტივისტების თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში "ტემპერატურის ექსტრემალური მატებით" გამოწვეულია კლიმატის ცვლილებამ ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების განადგურება გამოიწვია, რაც თავის მხრივ, აქტივისტების ხედვით, საფრთხეს უქმნის კულტურულ ცენტრებს, როგორიცაა ხელოვნების გალერეები.

Just Stop Oil-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ პროტესტით უნდოდათ ხალხისთვის ეკითხათ, რატომ არის ნახატზე თავდასხმა უფრო შემაშფოთებელი, ვიდრე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მარცხი.

"რაც უფრო საკულტო ნაშრომს ამოვიღებთ მიზანში, მით უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას ვიქცევთ და ისინი კითხულობენ: "კარგი და რატომ აკეთებთ ამას". - შენიშნავს Just Stop Oil-ის წარმომადგენელი. 

მეტიც, აქტივისტების თქმით, ვან გოგის მზესუმზირები მხოლოდ პოპულარობის გამო არ შეურჩევიათ.  Just Stop Oil-ის თანახმად, ნახატის სპეციფიკას კიდევ უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან ვან გოგისა და იაფი საკვების, წვნიანის ერთმანეთთან "დაპირისპირებით" ხაზი გაუსვეს, რომ კლიმატის ცვლილება ღარიბებზე უფრო მეტად ახდენს გავლენას. ვან გოგის ნახატის ღირებულება დაახლოებით 84.2 მილიონი აშშ დოლარია.

"ადამიანები ხელოვნებითა და კულტურით იღებენ სიამოვნებას - ეს ყველაფერი მშვენიერია, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რომ ესეც საფრთხეშია", - ამბობს BuzzFeed News-სთან კლიმატის გადაუდებელი დახმარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მარგარეტ კლეინ სალამონი. 

"თუ კლიმატს არ დავიცავთ ყველა ის ცივილიზაცია განადგურდება, რომელსაც ვიცნობთ", - წერს Ultima Generazione - იმ ეკოაქტივისტთა ჯგუფი, რომელმაც ბოტიჩელის ნახატზე ხელით "მიწებება" სცადა. 

პროტესტის შედეგად ნახატთა დიდი ნაწილი არ დაზიანებულა. როგორც აქტივისტები ირწმუნებიან, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ ნახატთა უმრავლესობა მინითაა დაცული. 

თუმცა, მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა ჯონ კონსტებლის ცნობილი ნახატი თივის ტირილი - ბუნების ხედი თვითმფრინავით, მკვდარი ხეებითა და გამონაბოლქვით სავსე პოსტერით გადაფარეს, მუზეუმის კონსერვაციის ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მცირედით დაზიანდა ჩარჩო და ნახატის ნაწილი. თუმცა, რესტავრატორებმა ორივე პრობლემის მოგვარება მალევე შეძლეს. 

კომენტარები