რუსული კანონი

პაპუაშვილი 14 სენატორის წერილზე: საკვირველი და იმედგამაცრუებელია ასეთი პოზიციები

ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია, რა თქმა უნდა, ასეთი პოზიციები. გასაკვირია იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი და იმედგამაცრუებელია იმიტომ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც არის ხოლმე საუბარი და რომელზეც ჩვენ გვესაუბრებიან, თავად ამ ღირებულებებს, არ არის სრულად ამ ღირებულებების ფარგლებში, რომ გამჭვირვალობა ეს არის განმსაზღვრელი პრინციპი, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია ეს არის მთავარი პრინციპი.

საბოლოო ჯამში, ჩვენთვის კიდევ ერთხელ გადამწყვეტი არის ის, რომ გვქონდეს გამჭვირვალობა ამ სფეროში და ამ მოწოდებების ფონზე გასაკვირია, რომ ამდენი მოწოდების ნაცვლად, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის თუ სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული. 

ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი არ ასაჯაროებს თუ რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მქონდა მათთან კომუნიკაცია 1 წლის განმავლობაში. დამპირდნენ, რომ იქნებოდა გასაჯაროებული რამდენჯერმე და არც ერთხელ ეს სიტყვა არ შესრულდა. დღემდე არის დაფარული რაში იხარჯება ეს ფული და შემდეგ შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ აშშ-ის ბიუჯეტის, ამერიკელი მოქალაქეების, ფული შემოვლითი გზით იხარჯება პარტიების დაფინანსებაში, იხარჯება რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაში, იხარჯება დეზინფორმაციული ჯგუფების დაფინანსებაში, რაც რა თქმა უნდა არ არის კარგი ქართული საზოგადოებისთვის და საბოლოო ჯამში, ჩრდილს აყენებს თავად ამერიკულ დახმარებას საქართველოში.

თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 14 სენატორის წერილზე, გუშინ, 26 აპრილს ამერიკის ხმამ  რუსულ კანონთან დაკავშირებით გამოაქვეყნა აშშ-ს 14 სენატორისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი მწვავე წერილი, რომელშიც ამერიკელი კანონმდებლები კანონის მიღების შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმს სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს და ფინანსური მხარდაჭერის გადახედვას ჰპირდებიან.

კომენტარები