ეკოაქტივიზმი

ეკოექსტრემისტები ხელებით ამჯერად გოიას ნახატებს მიეწებნენ [VIDEO]

FuturoVegetal/via REUTERS

ეკოაქტივისტები მადრიდის პრადოს მუზეუმში ფრანცისკო დე გოიას ორი ცნობილი ნახატის ჩარჩოებს ხელით მიეწებნენ.

აქტივისტმა კაცმა და ქალმა La Maja Vestida-სა და La Maja Desnuda-ს ჩარჩოებზე მიაწებეს ხელები და ორ ნამუშევარს შორის კედელზე დაწერეს "+1.5C". პროტესტზე პასუხისმგებლობა კამპანიის ჯგუფმა Futuro Vegetal-მა თავის თავზე აიღო. 

"გასულ კვირას გაერომ აღიარა, რომ შეუძლებელია 1.5 ცელსიუსის ზღვრის მიღმა დავრჩეთ (დადგენილი 2016 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმებით). ჩვენ ახლა გვჭირდება ცვლილება". - ვკითხულობთ ორგანიზაციის ტვიტერზე.

მუზეუმის განცხადებით, მე-18 და მე-19 საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ნახატები არ დაზიანებულა. 

"მკაცრად ვგმობთ, მუზეუმის, როგორც პოლიტიკური პროტესტის გამოყენების ადგილს - ნებისმიერი ფორმით". - წერია მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის ცნობით, აქტივისტები დაკავებულები არიან. 

მანამდე, აქტივისტმა პლანეტის დაცვის მოთხოვნით მონა ლიზას ტორტი ესროლა. ორგანიზაცია Just Stop Oil-ის წარმომადგენლებმა ლონდონის ეროვნულ გალერეაში ვან გოგის მზესუმზირებს პომიდვრის წვნიანი შეასხეს.

კომენტარები