ეკოაქტივიზმი

ეკოაქტივისტებმა ველასკესის ვენერას ტილოს დამცავი შუშა ჩაამსხვრიეს

ondavasca.com

ლონდონში, ეროვნულ გალერეაში ეკოაქტივისტებმა დიეგო ველასკესის ვენერის ტილოს დამცავი შუშა დაამსხვრიეს. აქტივისტები ნავთობის ინდუსტრიის საქმიანობას აპროტესტებენ და ნავთობის მოპოვების შეწყვეტას ითხოვენ.

პოლიციამ ორივე ეკოაქტივისტი ადგილზე დააკავა. საპროტესტო ორგანიზაცია "Just Stop Oil"-მა ეკოტერაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ამსხვევს ორი ეკოაქტივისტი მე-17 საუკუნეში შექმნილი ტილოს შუშას. 

"ქალებს ხმის მიცემის უფლება არჩევნების გზით არ მოუპოვებიათ. დროა გადავიდეთ ქმედებებზე, სიტყვების ნაცვლად. დროა, რომ შეწყდეს ნავთობის მოპოვება" - თქვა ერთ-ერთმა ეკოაქტივისტმა. 

დიეგო ველასკესის ვენერას 1914 წელს ასევე თავს დაესხმა ფემინისტი აქტივისტი მერი რიჩარდსონი, რომელიც ველასკესის აქცენტს ვენერას სხეულზე, და არა მის სახეზე, ქალების სექსუალურ ობიექტად წარმოდგენად აღიქვამდა. 

დაკავებულმა ეკოაქტივისტებმა გაიხსენეს მერი რიჩარდსონის შემთხვევაც და თქვეს, რომ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიაც, ეკოაქტივიზმის მსგავსად, აქტიური ქმედებებით დაიწერა და არა მშრალი სიტყვებით. 

კომენტარები