მონა ლიზა

პლანეტის დაცვის მოთხოვნით აქტივისტმა მონა ლიზას ტორტი ესროლა

კლიმატის დამცველმა აქტივისტმა ლუვრის მუზეუმში დაცულ, ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ნახატს ტორტი ესროლამონა ლიზა გამჭვირვალე შუშით იყო დაცული. 

ესპანური გამოცემის, El País-ის ცნობით, სადაც ინფორმაცია ინციდენტის შესახებ პირველად გავრცელდა, თავდასხმა მუზეუმის რამდენიმე დამთვალიერებლის თვალწინ მოხდა. თვითმხილველთა თქმით, სავარაუდო თავდამსხმელ მამაკაცს პარიკი და ქუდი ეხურა და ნახატთან მისაახლოებლად ეტლით გადაადგილდებოდა. 

ახალგაზრდა მამაკაცის მოტივაცია უცნობია, მაგრამ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ის პლანეტის დაცვას ითხოვს. 

"იფიქრეთ დედამიწაზე, არიან ადამიანები, რომლებიც ანადგურებენ ჩვენს პლანეტას. მხატვარებო, იფიქრეთ დედამიწაზე". - აღნიშნა მამაკაცმა. 

 ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მონა ლიზას "თავს დაესხნენ". 2009 წელს მნახველმა მას ჩაი ესროლა.  1974 წელს კი, როდესაც ნახატი ტოკიოს ეროვნულ მუზეუმში იყო გამოფენილი, ქალმა მისი დაზიანება წითელი სპრეით წარუმატებლად სცადა. ყველაზე მძიმე წელი ნახატისთვის 1956 წელი იყო - მას ჯერ მჟავა, შემდეგ კი ქვა ესროლეს. ორივე შემთხვევამ მონა ლიზა მცირედით დააზიანა. 

კომენტარები