ეკოაქტივიზმი

ამსტერდამში ეკოაქტივისტებმა კერძო თვითმფრინავების ბლოკირება სცადეს [VIDEO]

REUTERS/Piroschka van de Wouw

ასობით გარემოსდაცვითმა აქტივისტმა ამსტერდამის შიფოლის აეროპორტში კერძო თვითმფრინავებს დაძვრის საშუალება არ მისცა. ისინი რამდენიმე საათი თვითმფრინავის ბორბლებთან ისხდნენ. 

სამხედრო პოლიციამ აქტივისტების ტერიტორიიდან გაყვანა შეძლო. ოფიციალური ინფორმაციით, 100-ზე მეტი აქტივისტი დაკავებულია.

"გვინდა ნაკლები ფრენა და მეტი მატარებელი. უნდა აიკრძალოს არასაჭირო მოკლე ფრენები და კერძო თვითმფრინავები". - თქვა Greenpeace Netherlands-ის კამპანიის ლიდერმა, დევი ზლოხმა.

ასობით სხვა დემონსტრანტი აეროპორტის მთავარ დარბაზში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა პოსტერს, წარწერით "შეზღუდეთ ავიაცია", "მეტი მატარებლები".

კომერციული ფრენების შეფერხება არ დაფიქსირებულა.

ეკოაქტივისტებმა პროტესტი განსაკუთრებით ეგვიპტეში დაგეგმილი COP27 კლიმატის მოლაპარაკებების წინ გააძლიერეს. 5 ნოემბერს ესპანეთში ისინი ხელებით გოიას ნახატებს მიეწებნენ  და გააგრძელეს მუზეუმის ექსპონატებზე "თავდასხმით" პროტესტის გამოხატვის სერია. 

მთავრობამ ივნისში გამოაცხადა, რომ გეგმავს აეროპორტში მგზავრთა ყოველწლიური რაოდენობა 440 000-მდე შეზღუდოს, რაც დაახლოებით 11%-ით დაბალია 2019 წელთან შედარებით. შეზღუდვის მიზეზად ნიდერლანდები ჰაერის დაბინძურებასა და კლიმატის პრობლემებს ასახელებს. 

კომენტარები