აშშ-ტაივანი

აშშ-ს ორმა სამხედრო ხომალდმა ტაივანის სრუტეში გაიარა

ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატების პირველი საზღვაო ტრანზიტით ტაივანის სრუტეში ორი ხომალდი შევიდა

"ეს გემები (ტრანზიტით გადიან) გაივლიან სრუტეში, რომელიც სახელმწიფოს ტერიტორიული ზღვის მიღმაა. გემების ტრანზიტი ტაივანის სრუტეზე მეტყველებს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებაზე თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის მიმართ. აშშ-ს სამხედროები დაფრინავენ, ცურავენ და მოქმედებს ყველგან, სადაც საერთაშორისო კანონმდებლობა აძლევს ნებას", - ნათქვამია იაპონიაში აშშ-ის მე-7 ფლოტის განცხადებაში. 

სრუტე 180 კილომეტრის წყლის მონაკვეთია და თვითმართველ კუნძულ ტაივანს ჩინეთისგან ჰყოფს. აშშ-ს საზღვაო ძალები აცხადებენ, რომ სრუტის უმეტესი ნაწილი საერთაშორისო წყლებშია, ამიტომ აშშ რეგულარულად აგზავნის ხომალდებს, რასაც ჩინეთი "პროვოკაციად" აფასებს. 

ამ თვის დასაწყისში პელოსის კუნძულზე ვიზიტის შემდეგ პეკინმა გააძლიერა სამხედრო მანევრები სრუტესა და მის საჰაერო სივრცეში.

5 აგვისტოს ჩინეთმა გაგზავნა სამხედრო ხომალდები და საბრძოლო თვითმფრინავები ტაივანის გარშემო განათავსა. 4 აგვისტოს კი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის პასუხად სამხედრო წვრთნები დაიწყო. 

ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს. 

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები