აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანისთვის $360 მილიონის ოდენობის შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა.
"ეს დაეხმარება მიმღების უსაფრთხოების გაუმჯოებესაბასა და ხელს შეუწყობს რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობის, სამხედრო ბალანსისა და ეკონომიკური პროგრესის შენარჩუნებას" – წერია პენტაგონის ერთ-ერთი სააგენტოს განცხადებაში.
შეიარაღება, რომლის შეძენასაც ტაივანი აშშ-სგან გეგმავს, მოიცავს Switchblade 300-ის ტიპის რაკეტებსა და ALTIUS 600M-V-ის ტიპის დრონებს, ასევე სხვა სამხედრო აღჭურვილობებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ტაივანის თავდაცვის სამინისტრო და განცხადებაში პარტნიორებს მადლობა გადაუხადეს.
"ჩინელი კომუნისტების მიერ ტაივანის ირგვლივ ხშირი სამხედრო ოპერაციების ფონზე, აშშ-ის მიერ იარაღის მიყიდვაზე თანხმობის საშუალებით შესაძლებელი იქნება მტრებისგან მომდინარე საფრთხისთვის სწრაფი პასუხის გაცემა" – ვკითხულობთ განცხადებაში.





