საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალური პირობებით, მიიღონ ქეშბექი და პარტნიორ ობიექტებში 5-ჯერ ან 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დააგროვონ.
ქეშბექის შეთავაზებები
18 ივლისს - Elite-ის საბურთალოს სითი მოლის ფილიალში საქართველოს ბანკის ნებისმიერი ფიზიკური პირის ბარათით გადახდისას მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 300 ლარი). შეთავაზება არ ვრცელდება მობილურ ტელეფონებზე;
19 ივლისის ჩათვლით - BEKO-ს ფიზიკურ ფილიალებში iFFALCON-ის ტელევიზორების შეძენისას საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ;
30 სექტემბრის ჩათვლით ყოველ სამშაბათს - Adrenaline-ში გადახდისას საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომია 10%-იანი ქეშბექი. შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი მობილბანკში გააქტიურება.
14 დეკემბრის ჩათვლით ყოველ ორშაბათს - Wishlist-ში გადახდისას PLUS ბარათის მფლობელები 10%-იან ქეშბექს მიიღებენ (თვეში მაქსიმუმ 100 ლარს). შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ Wishlist Toys-ზე. აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა - ქეშბექი კი მომენტალურად აისახება ანგარიშზე.
დააგროვეთ 5x PLUS ქულა შემდეგ პარტნიორ ობიექტებში:
- TRE.GE- 31 აგვისტოს ჩათვლით, ოფიციალური სატრანსპორტო ბილეთების შეძენისას PLUS და Mastercard ბარათის მფლობელები 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. შეთავაზება ვრცელდება საქართველოს რკინიგზის, OMNIBUS-ის, City Bus-ისა და Georgian Bus-ის ბილეთებზე
- სუპერმარკეტი „ზღაპარი“- 23 სექტემბრის ჩათვლით, PLUS და Mastercard ბარათით გადახდისას მომხმარებლები 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. შეთავაზება ვრცელდება ყველა ფილიალში.
- Nazilbe– 31 აგვისტოს ჩათვლით, PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. შეთავაზება ვრცელდება ყველა ფიზიკურ ფილიალში.
დააგროვეთ 10x PLUS ქულა შემდეგ პარტნიორ ობიექტებში:
სხვადასხვა კატეგორიის ობიექტებში PLUS ბარათის მფლობელები საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ:
- Giorgio - 30 სექტემბრის ჩათვლით;
- Process Bar - 31 აგვისტოს ჩათვლით
- BROD, BROD Basement და BROD the Bakery - 31 აგვისტოს ჩათვლით;
- Pinskdrev - ივლისის ჩათვლით. შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ გააქტიურება მობილბანკში და გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალზე.
- HER STORE - 31 აგვისტოს ჩათვლით, ფიზიკურ ფილიალებში;
- Gez Motors - 15 სექტემბრის ჩათვლით, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ფიზიკურ ფილიალებში.
*შეთავაზება ვრცელდება როგორც ავტონაწილებისა და ავტოქიმიის პროდუქციის შეძენაზე, ისე სერვისებზე, მათ შორის: ზეთების, ფილტრების, სამუხრუჭე ხუნდების შეძენაზე, სამუხრუჭე სითხის შეცვლაზე, კონდიცირების სისტემის წმენდასა და თვლების ნახარის გასწორებაზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეთავაზებების პირობებისა და მოქმედების ვადების გასაცნობად ეწვიეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებების გვერდს ან ნახეთ მობილბანკში.




