აშშ-ტაივანი

ტაივანის ცნობით, ამერიკელი ჯარისკაცები ჩინეთიდან 4 კმ-ში მდებარე კუნძულზე იმყოფებიან

SAM YEH/AFP

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელი ჯარისკაცები ჩინეთის საზღვრიდან 4 კმ-ში მდებარე კინმენის კუნძულზე იმყოფებიან. ტაივანის მხარის ცნობით, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ისინი მუშაობენ, ტაივანის სამხედრო მდგომარეობის გაძლიერების სტრატეგიებზე.

აშშ-ს აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკელი ჯარისკაცები ტაივანის ძირითად ტერიტორიაზე, ფორმოსაზე ტაივანელი სამხედროების გადამზადების პროცესში არიან ჩართული. აქამდე პენტაგონს არ დაუდასტურებია, რომ ამერიკელი სამხედროები ტაივანსა და ჩინეთს შორის მდებარე კუნძულებზე არიან განლაგებული. 

"ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ერთმანეთისგან და ვნახოთ, რა ძლიერი მხარეები გვაქვს." - თქვა ტაივანის თავდაცვის მინისტრმა, ჩიუ კუო-ჩენგმა.

ჩინეთიდან მომავალი საფრთხის გამო ტაივანს კინმენის და სხვა კუნძულებზე სპეციალური ოპერაციების რაზმები ჰყავს განლაგებული.

კომენტარები