საერთო სასამართლოების შესახებ კანონი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ზედიზედ ორჯერ დანიშვნის პროცედურა ბუნდოვანია – ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია 2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება. ცლილებით,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვა გაუქმდა. 

დასკვნის მიხედვით, ახალი ცვლილებით განსაზღვრული კანონი არ ითვალისწინებს მეორედ დანიშვნისას, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე. ვენეციის კომისიის განმარტებით, კანონში ნათელი არაა, რა პასუხისმგებლობებს ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლისგან.  

"ერთი შეხედვით, შერჩევის ეს წესი გონივრული ჩანს, რადგან ის იუსიტიციის უმაღლესს საბჭოს საშუალობას აძლევს, მოსამართლე ვაკანტური ადგილის შევსებისას გამოიყენოს კვალიფიციური მოსამართლეების მთელი ჯგუფი, ნაცვლად იმისა, რომ კონკურსი გამოაცხადოს. თუმცა ცვლილილებით ნათლად არ არის განსაზღვრული, თუ რა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ითვალისწინებს მეორედ შერჩევა პირველისგან". - ვკითხულობთ მოსაზრებაში.

კომისიის რეკომენდაციით, აუცილებელია, განისაზღვროს ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე. 

"უნდა განისაზღვროს, მეორედ შერჩევისას რა მოვალეობები ეკისრება შერჩეულ კანდიდატს, რათა კონკრეტული ვაკანსიით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება შეძლოს. მაგალითად: გაიწეროს სპეციალიზაციის მოთხოვნები". - წერია დასკვნაში. 

30 დეკემბერს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შეიტანა. ცვლილებები ითვალისწინებდა მოსამართლეებისთვის დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატებას, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმებას.

კანონის მიღებას ერთობლივი წერილით გამოეხმაურნენ მოსამართლეები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ კანონპროექტით დასაშვები ხდებოდა მათი დევნა კრიტიკული აზრის და მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი. მისი თქმით, პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობდა და მეტ ინკლუზიურობას საჭიროებდა. ევროკავშირის შეფასებით, კანონის ახალი რედაქცია შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ვალდებულებებთან დაკავშირებით. ცვლილებებს შემაშფოთებელი უწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც – ისინი პარლამენტს განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ

კომენტარები