რუსეთმა სომხეთიდან ელჩი მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
რუსული უწყების განცხადებით, ელჩი გაიწვიეს "სომხეთის ხელმძღვანელობის იმ ნაბიჯების განსახილველად, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებისკენ არის მიმართული".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ასეთი ნაბიჯები "ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობას ძირს უთხრის".
ცნობისთვის, რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი არ მალავს უკმაყოფილებას სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის საგარეო კურსის ცვლილების გამო, რომელიც დასავლეთთან სულ უფრო აქტიურად თანამშრომლობს.
ცნობისთვის, მომდევნო კვირაში, 7 ივნისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.




