რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ორი Ту-142 ტიპის თვითმფრინავი და ისკანდერის სარაკეტო სისტემა გაანადგურა

კადრი Ту-142-ზე იერიშის ამსახველი ვიდეოდან

30 მაისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა ორი რუსული Ту-142 ტიპის საზღვაო თვითმფრინავი და ერთი ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტების გამშვები სისტემა გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ (მადიარ) ბროვდიმ განაცხადა.

ბროვდის თქმით, ისკანდერის სისტემა და ორი Ту-142 სამხედრო აეროდრომზე, აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ტაგანროგში, როსტოვის ოლქში, გაანადგურეს.

დარტყმა უპილოტო სისტემების ძალების პირველი ცენტრის მიერ განხორციელდა - ეს დანაყოფი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტებზე, ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელებაში სპეციალიზდება.

Ту-142 არის შორ მანძილზე მოქმედი საზღვაო სადაზვერვო და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო თვითმფრინავი, რომელსაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი იყენებს. ის რუსეთის Ту-95 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის პლატფორმაზეა შექმნილი. ხოლო, ისკანდერის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემას ბალისტიკური რაკეტების 500 კილომეტრამდე მანძილზე გაშვება შეუძლია.

კომენტარები