რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი: ტყვეების გაცვლისას 14 ადამიანი, მათ შორის 5 თვის ორსული სამხედრო დავიბრუნდეთ

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, უკრაინამ 7 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირი დაიბრუნა, მათ შორისაა ხუთი თვის ორსული სამხედრო.

"ეს გაცვლა ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ერთ-ერთი სამხედრო ხუთი თვის ორსულია". - წერს ვერეშჩუკი.

პირველად უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები 24 მარტს გაცვალეს. მაშინ რუსებმა 10 ტყვე ოკუპანტის სანაცვლოდ გაათავისუფლეს 10 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. გარდა ამისა, იმავე დღეს, ოდესასთან ჩაძირული გემიდან გამოყვანილი 11 რუსი მშვიდობიანი მეზღვაური რუსეთში გადაიყვანეს. მათ სანაცვლოდ, ოკუპანტებმა გაათავისუფლეს სამოქალაქო გემის, სატფირის 19 მეზღვაური.

პირველ აპრილს 86 რუსის სანაცვლოდ სამშობლოში 86 უკრაინელი დაბრუნდა. 9 აპრილს ტყვეების გაცვლის შედეგად, უკრაინის 26 მოქალაქე, მათ შორის, 10 ქალი გაათავისუფლეს. 14 აპრილს უკრაინამ 22 უკრაინელი სამხედრო და 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა,  19 აპრილს - 60 სამხედრო და 16 მშვიდობიანი მოქალაქე, 21 აპრილს  კი 10 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები