რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ და რუსეთმა 10-10 სამხედრო ტყვე გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. როგორც ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშუკმა აღნიშნა, ეს სამხედრო ტყვეების "პირველი სრულფასოვანი გაცვლა" იყო - რუსებმა 10 ტყვე ოკუპანტის სანაცვლოდ გაათავისუფლეს 10 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

გარდა ამისა, ოდესასთან ჩაძირული გემიდან გამოყვანილი 11 რუსი მშვიდობიანი მეზღვაური რუსეთში გადაიყვანეს. მათ სანაცვლოდ, ოკუპანტებმა გაათავისუფლეს სამოქალაქო გემის, სატფირის 19 მეზღვაური.

სატფირი რუსმა სამხედროებმა 28 თებერვალს უკანონოდ დააკავეს. გემი უნძულ ზმეინზე ჰუმანიტარული მისიით მიდიოდა - დაღუპული ან დაჭრილი უკრაინელი მებრძოლების გადასაყვანად.

თავად კუნძულ ზმეინის მცველი უკრაინელი მესაზღვრეები ამ დრომდე რუსეთის ტყვეობაში არიან. მათ ზმეინზე თავდასხმის დროს რუსებმა ორჯერ გაუმეორეს: "მე რუსული სამხედრო ხომალდი ვარ. გთავაზობთ, დაყაროთ იარაღი და დაგვნებდეთ სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგბომბავთ!", რაზეც უკრაინელებმა უპასუხეს: "რუსულო საომარო ხომალდო, იძი ნა*უი!".

კომენტარები