რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მარიუპოლში ოკუპანტები ქალს 6 წლის შვილის თვალწინ აუპატიურებდნენ, ის გარდაიცვალა" – უკრაინა

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის შემოგარენში
ria.ru

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ რუსი ოკუპანტები მარიუპოლში ქალს რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ - ის გარდაიცვალა.

"მარიუპოლში რუსი ოკუპანტები მორიგეობით, რამდენიმე დღის განმავლობაშიი აუპატიურებდნენ ქალს 6 წლის შვილის თვალწინ. ის მოგვიანებით დაზიანებების გამო გარდაიცვალა. შვილს, ბიჭს, თმა გაუჭაღარავდა.  

ეს საშინელებათა ფილმი არ არის. გაუპატიურება, ძალადობა, მკვლელობა - ეს ისაა, რაზეც "რუსული სამყარო" დგას". - წერია განცხადებაში. 

ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე, Twitter-ზე გავრცელდა. ამ დროისთვის, განცხადება აღარ იძებნება. 

ფოტო: ტაბულა
 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები