რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მთვრალმა რუსებმა კაცი მოკლეს, ცოლი გააუპატიურეს, 4 წლის შვილი იმალებოდა" – გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო საკუთარ TELEGRAM არხზე რუსი ოკუპანტების მიერ გაუპატიურებული უკრაინელი ქალის შემზარავ ისტორიას აღწერს.

"33 წლის უკრაინელმა ქალმა თქვა, რომ მთვრალმა ორკებმა მის ქმარს ესროლეს კიევის რეგიონში კერძო სახლის ეზოში. შემდეგ ქალს იარაღით დაემუქრნენ, აიძულეს გაშიშვლება და რიგრიგობით გააუპატიურეს რამდენიმე საათის განმავლობაში".- წერს გერაშენკო. 

მისივე თქმით, ქალის 4 წლის ვაჟი მთელი ამ ხნის განმავლობაში საქვაბე ოთახში იმალებოდა.

"როდესაც მოძალადეებს ჩაეძინათ, ის მასთან ერთად გაიქცა ფეხით, რადგან რუსებმა მისი მანქანა დაამტვრიეს. მას ჯერ კიდევ არ უთქვამს შვილისვის მამის გარდაცვალების შესახებ".- წერს გერაშენკო და აღნიშნავს, რომ ქალი შვილთან ერთად ახლა უსაფრთხოდ არის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები