რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NYT: აშშ-ში ფიქრობენ, რომ იტალიაში $700 მლნ-ის იახტა, შესაძლოა, პუტინს ეკუთვნოდეს

NYT

აშშ-ში ფიქრობენ, რომ $700 მლნ-ის იახტა, რომელიც იტალიის ზღვისპირა ქალაქში, ნავსადგურშია გაჩერებული, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეკუთვნოდეს. ინფორმაციას New York Times-ი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით ავრცელებს

სუპერიახტას Scheherazade ჰქვია - აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებს, ჯერჯერობით, საბოლოო დასკვნა არ აქვთ, თუმცა მედიის წყაროს ცნობით, აღმოაჩინეს იმის პირველადი ნიშნები, რომ იახტა პუტინთან არის დაკავშრებული. მანამდე, 8 მარტს NYT წერდარომ იტალიის ხელისუფლება ტოსკანას პორტში მდგარი იახტის მესაკუთრის შესახებ იკვლევდა ინფორმაციას, მას შემდეგ, რაც ეკიპაჟის ყოფილმა წევრმა თქვა, რომ მას ვლადიმირ პუტინი იყენებდა. 

მედიის წყარო არ საუბრიბს საკითხზე, თუ რა მტკიცებულებები არსებობს, რომ იახტა პუტინს ეკუთვნის, მათივე ცნობით, ვლადიმირი პუტინი საკუთარი ქონების მხოლოდ მცირე ნაწილს ინახავს საკუთარი სახელით, სამაგიეროდ, ის იყენებს სახლებსა და იახტებს, რომლებიც ცნობილ რუს ოლიგარქებს ეკუთვნით. მიუხედაავდ ამისა, წყაროს ცნობით, პუტს, შესაძლოა, პირდაპირი კავშირი ჰქონდეს ამ იახტასთან. 

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში პუტინმა დიდი დრო გაატარა სოჭში - Scheherazade სოჭში იმყოფებოდა 2020 და 2021 წლის ზაფხულში.  

Scheherazade-ს კაპიტანმა, გაი ბენეტ პირმა უარყო, რომ იახტის მფლობელი პუტინია და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მასზე ფეხი არასოდეს დაუდგამს. მან უარი თქვა მესაკუთის დასახელებაზე, მისივე სიტყვებით, მესაკუთრეს სანქციები არ ემუქრება და დოკუმენტებს იტალიის პოლიციას მიაწვდის.  

იტალიის ხელისუფლების ცნობით, ისინი იკვლევენ იახტის შესახებ ინფორმაციას და პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. იტალიის ფინანსური პოლიცია შეაგროვებს მტკიცებულებებს და წარუდგენს მას სამთავრობო კომიტეტს, რომელიც შემდეგ გადაწყვეტს, არის თუ არა იახტის მფლობელი ან პირი, ვინც მას იყენებს, სანქციებთან დაკავშირებული.  

Italian Sea Group-მა, რომელიც ფლობს გემთმშენებელს, სადაც Scheherazade იმყოფება, 10 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ ხელთ არსებული დოკუმენტებითა და "შესაბამისი ორგანოების მიერ განხორციელებული შემოწმებით", Scheherazade არ არის ვლადიმირ პუტინის საკუთრებაში.  

11 მარტს იტალიამ სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს $578 მილიონის იახტა ჩამოართვა. სანქციებზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მელნიჩენკოს წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებდა, აღნიშნულია, რომ ის და 36 სხვა ბიზნესლიდერი უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ და ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციების პოტენციური ეკონომიკური ზემოქმედება განიხილეს. 

10 მარტს დიდმა ბრიტანეთმა რუს მაღალჩინოსნებს და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი, გაზპრომის ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი, VTB-ის ხელმძღვანელი, ანდრეი კოსტინი, ოლიგარქები - რომან აბრამოვიჩი და ოლეგ დერიპასკი. ბრიტანეთის ახალი სანქციები ასევე შეეხება ბელარუსში რუსეთის ელჩს, ბორის გრიზლოვს, სენატორ ანდრეი კლიშასასა და რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარეს, ვალენტინა მატვინენკოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები