რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: უკრაინული დრონი ავტობუსს მოხვდა, დაღუპულია 6 ადამიანი

ბელგოროდის ოლქში დრონის იერიშის შედეგად დაზიანებული ავტობუსი, 2024 წლის 6 მაისი
Ria novosty

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, 6 მაისს უკრაინული დრონი ავტობუსს დაეჯახა, შედეგად დაშავდა 33 და დაიღუპა 6 ადამიანი.

"ორი გაზელის მარკის ავტომობილი, რომელსაც საწარმოს თანამშრომლები გადაჰყავდა, უკრაინული კამიკაძე-დრონების სამიზნე გახდა. ინციდენტი ბორისოვის რაიონში, სოფელ ბერეზოვკასთან მოხდა. სამწუხაროდ მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე 6 ადამიანი გარდაიცვალა". – ამბობს გლადკოვი.

რუსული მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.

კომენტარები