რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი უკრაინაში შეჭრაზე: ბრძოლა რუსეთის პოლიტიკურ რუკაზე ყოფნისთვის მიდის

polygraph.info

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინაში ბრძოლა რუსეთის პოლიტიკურ რუკაზე ყოფნისთვის მიდის

"ახლა, რა თქმა უნდა, დასავლეთის რეაქცია ჩვენს ქმედებებზე სრულიად გავეშებულია, ასე ვიტყოდი, ბოდიში ამ უხეში სიტყვისთვის. ეს ნამდივლად გვიჩვენებს, რომ მიდის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე რუსეთის ყოფნის უფლებისთვის, საკუთარი სამართლიანი ინტერესების გათვალისწინებით". – თქვა სერგეი ლავროვმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

თურქეთში, ანტალიაში გამართულ შეხვედრაზე ლავროვმა თქვა, რომ აქ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასზე საუბარს არ აპირებდა და რუსეთ-უკრაინის ბელარუსში მოლაპარაკების ფორმატს ალტერნატივა არ აქვს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები