რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი მილიარდერი ფრიდმანი: უკრაინასთან ომი უნდა შეწყდეს

Reuters 

რუსმა მილიარდერმა, მიხაილ ფრიდმანმა აღნიშნა, რომ ომი უკრაინაში ტრაგედიაა. მისი თქმით, აუცილებელია, ომი შეწყდეს.

ფრიდმანის თქმით, ის და მისი დიდი ხნის პარტნიორი, პიოტრ ავენი, შოკირებული იყვნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ევროკავშირმა მათ სანქციები დაუწესა.

ფრიდმანი, რომელიც დასავლეთ უკრაინაში დაიბადა, არის LetterOne-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც აქვს გრძელვადიანი ინვესტიციები 25 მილიარდ ფუნტზე მეტი ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ჯანმრთელობისა და საცალო ვაჭრობის სექტორებში.

ფრიდმანი და მისი პარტნიორები ასევე აკონტროლებენ Alfa Group-ს, რომელიც მოიცავს რუსეთის ტოპ კერძო ბანკს Alfa Bank-სა და 7 კომპანიას. მასში IDS Borjomi International-იც შედის.

28 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეეზღუდათ  რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება და ამასთანავე, გაიყინება აშშ-ში რუსული ცენტრალური ბანკის აქტივები. სანქციები ასევე შეეხება რუსეთის ეროვნულ სარეზერვო ფონდსა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს. 

27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ამის პარალელურად, მსოფლიო ბანკთაშორისი სისტემიდან, SWIFT-იდან გაირიცხება რამდენიმე რუსული ბანკი. 

ამასთანავე, 27 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა - სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

სანქციებს ასევე შეურთდა სინგაპური, რომელმაც დააწესა საბანკო და საფინანსო შეზღუდვები და გააძლიერა კონტროლი იმ პროდუქტზე, რომელიც შესაძლოა ომში უკრაინის საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული.  სამხრეთ კორეაც ზღუდავს რუსეთში სტრატეგიული საქონლის ექსპორტს  და SWIFT-ის სანქციებს უერთდება.  

შვეიცარიაც, 1815 წლიდან ნეიტრალიტეტის სტატუსის მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეურთდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები