რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საჰაერო სივრცის დახურვა, SPUTNIK-ისა და RT-ს აკრძალვა - EU-ს სანქციები რუსეთს

Shutterstock

ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა Twitter-ზე დაწერა.

სანქციების შორის არის:

  • ევროკავშირის საჰაერო სივრცის დახურვა რუსული ავიაკომპანიებისთვის;
  • ევროკავშირში რუსული პროპაგანდისტული მედიების - Sputnik-ისა და Russia Today-ს აკრძალვა
  • ბაზრებზე რუსი ოლიგარქებისთვის მათი ფინანსური აქტივების გამოყენების აკრძალვა 
  • რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა

"პირველი - ჩვენ ვხურავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის მფლობელობაში, რუსეთში რეგისტრირებული და რუსეთის მიერ კონტროლირებადი ავიაკომპანიებისთვის. მათ არ ექნებათ საშუალება დაშვების, აფრენისა და ჩვენს ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალება. მათ შორის ოლიგარქების პირადი თვითმფრინავებიც.

მეორე - ჩვენ ავკრძალავთ კრემლისტურ მედიას ევროკავშირში. სამთავრობო მედიებს, Russia Today-სა და Sputnik-ს და მათი შვილობილ კომპანიებს აღარ ექნებათ საშუალება გაავრცელონ ტყუილები პუტინის ომის გასამართლებლად. ჩვენ ვხვეწავთ ინსტრუმენტებს, რათა ავკრძალოთ მათი ტოქსიკური და მავნე დეზინფორმაცია ევროპაში", - წერს ფონ დე ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე წერს, რომ სანქციების პაკეტი დაუწესდება ლუკაშენკოს რეჟიმსაც ბელარუსიაში და ის "დაარტყამს ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებს".     

ასევე, EU აპირებს, უკრაინას შეიარაღება მიაწოდოს, რაც ისტორიული გადაწყვეტილებაა.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები