რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის $350 მილიონი გამოუყო

აშშ-მ უკრაინას სამხედრო თავდაცვისთვის $350 მილიონი გამოუყო. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თანხა თავდაცვისთვის განკუთვნილი სერვისებისთვის, ასევე, სამხედრო სწავლებისა და წვრთნებისთვის იქნება გამოყოფილი. 

დოკუმენტის მიხედვით, პაკეტის ჯამური მოცულობა $600 მილიონია - აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა $250 მილიონის გამოყოფის საკითხზე მსჯელობისთვის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა.  

25 თებერვალს ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა - პრეზიდენტებმა "კონკრეტული თავდაცვითი დახმარება" განიხილეს.

მანამდე, აშშ-მ უკრაინას $60 მილიონი და $250 მილიონი გამოუყო.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები