რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევში, ბერესტეისკას მეტროსადგურთან უკრაინულმა ძალებმა რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურეს

აფეთქება მეტროსადგურ ბერესტეისკასთან

"სიწყნარეა, ყველა დავყარეთ" – კიევში, მეტროსადგურ ბერესტეისკასთან 101-ე ბრიგადამ რუსული ტექნიკის კოლონა გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინის სახმელეთო ჯარები ავრცელებს.

განადგურებულია ტანკი, ორი სატვირთო მანქანა და ორი მსუბუქი მანქანა. დღეს დილით კიევზე საჰაერო იერიში კვლავ გაანხლდა. მიმდინარეობს ბრძლა ქალაქზე კონტროლისთვის. უკრაინის სამთავრობო არხის, დომის ინფორმაციით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად ხელმძრვანელობს კიევის დაცვას. დედაქალაქში და ქვეყნის სხვა ქალაქები პერიოდულად საჰაერო განგაშის ხმა ისმის.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები