რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა, 2025 წლის 28 დეკემბერი.
Joe Raedle / Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც უკრაინა საკუთარი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებისა და მისი რაკეტების წარმოების შესაძლებლობას მიიღებს.

"ჩვენ მოგცემთ ლიცენზიას, რომ Patriot-ები თავად აწარმოოთ. საკმაოდ მაგარია, არა?" - თქვა ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის დროს. "აწი ვეღარ იტყვით, რომ ჩვენ მათ საკმარისი რაოდენობით არ გაწვდით - თავად აწარმოებთ" - იხუმრა მან.

მოგვიანებით, ჟურნალისტის კითხვაზე თუ რამდენად სწრაფად შეძლებად უკრაინა ამ ახალი წარმოების დაწყებას ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა: "ვფიქრობ, მათ საკმაოდ სწრაფად შეუძლიათ მათი წარმოება".

ცნობისთვის, ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის (G7) სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ანტიბალისტიკური სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების ლიცენზიის მიღების საკითხი განიხილა.

კომენტარები