რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულმა, თვითაღიარებულმა აფხაზეთმა დონბასის თვითაღიარებული რესპუბლიკები აღიარა

ასლან ბჟანია

თავად ოკუპირებულმა, თვითაღიარებულმა აფხაზეთმა დონბასის თვითაღიარებული რესპუბლიკები აღიარა. განკარგულებას მარიონეტული რეჟიმის მეთაურმა, ასლან ბჭანიამ მოაწერა ხელი. 

"გულწრფელად ვუსურვებ ჩვენს ძმებს უსაფრთხო და მდგრად განვითარებას, დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებებს დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მთელი აფხაზური საზოგადოება მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას".- თქვა ბჟანიამ. 

მარიონეტმა ბჟანიამ დე-ფაქტო მთავრობას დაავალა  "აღიარებულ რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების დასადებად" დაიწყონ მზადება. 

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფატქო მთავრობა დონბასელ სეპარატისტებს სამხედრო დახმარებასაც ჰპირდება.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები