ვაქცინაცია

გამყრელიძე: იმუნიზაციის საბჭოზე ბუსტერის პერიოდის 3 თვემდე შემცირებაზე იქნება მსჯელობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა, შესაძლოა, 6 თვიდან 3 თვემდე შემცირდეს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.

"ჩვენთვის ცნობილია ბრიტანეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილება ბუსტერის ვადის 3 თვემდე შემცირებაზე. ალბათ, ჩვენთანაც დაიწყება მსჯელობა. აღნიშნულ საკითხზე უკვე გვაქვს შიდა კონსულტაციები. განსაკუთრებით ეს ახალ შტამს ომიკრონს უკავშირდება, რომელიც სამხრეთ აფრიკის გარდა ევროპაშიც ცირკულირებს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შტამი ყველგან დაფიქსირდეს. ამ საკითხზე ვფიქრობთ. ალბათ, იმუნიზაციის საბჭოზე ბუსტერის პერიოდის შემცირებაზე იქნება მსჯელობა. აღნიშნულზე იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტმა უნდა იმსჯელოს". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

არსებული პროტოკოლით, მოქალაქეებს აცრიდან 6 თვის თავზე ბუსტერ-დოზის დაჯავშნა შეუძლიათ. ვაქცინაციისთვის განკუთვნილი პორტალი - booking.moh.gov.ge მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა უკვე გაიკეთეს, ბოლო დოზის მიღებიდან 6 თვის თავზე მესამე დოზაზე დარეგისტრირების საშუალებას აძლევს.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

 

კომენტარები