ვაქცინაცია

რომელი ვაქცინის გამოყენება შეგიძლიათ ბუსტერ დოზად – გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბუსტერ [ვაქცინის მესამე] დოზით 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირს შეუძლია აიცრას, რომელიც უკვე აცრილია ნებისმიერი ვაქცინით.

რომელი ვაქცინის გამოყენება შეგიძლიათ ბუსტერ დოზად

პირს, რომელიც აცრილია სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინით, შეუძლია გამოიყენოს სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინა ბუსტერ დოზისთვის, ან გაიკეთოს ფაიზერი.

ასტრაზენეკას შემთხვევაში, 6 თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს ფაიზერის ბუსტერ დოზა.

რაც შეეხება ფაიზერით ვაქცინირებულ პირებს, მათთვის რეკომენდებულია მეორე აცრიდან 6 თვეში ფაიზერის ბუსტერ, მესამე დოზა

"არის ერთი დაზუსტება, რომელიც ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც აცრილები არიან სინოვაკით და სინოფარმით ბუსტერ დოზის გამოყენების შესაძლებლობას არა 6 თვის შემდეგ, არამედ უკვე 3 თვიდან 6 თვის ინტერვალში მეორე აცრიდან". – ამბობს თამარ გაბუნია.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტუილებით, 12-დან 15 წლამდე მოზარდები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შეძლებენ, კერძოდ კი Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით.

კომენტარები