COVID-19-ის ვაქცინა

ევროკავშირის მარეგულირებელმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის წამლების მარეგულირებელმა ორგანომ (EMA) მხარი დაუჭრია 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრას და Pfizer-BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა.

მარეგულირებელმა ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპა პანდემიის მეოთხე ტალღამ მოიცვა. ჯანდაცვის ექსპერტების განმარტებით, ვაქცინისგან მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება შესაძლო რისკებს. 

ევროკავშირის მასშტაბით 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების აცრა მარტიდანაა ნებადართული და ისინი ვაქცინის ჩვეულებრივზე შედარებით დაბალ, 10-მიკროგრამიან დოზას იღებენ.  

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრას მხარი ოქტომბერში დაუჭირა


23 აგვისტოს, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ Pfizer-BioNTech-ის მიერ შემუშავებულ Covid-19-ის ვაქცინას საბოლოო, სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

"საზოგადოებას შეუძლია მეტად დარწმუნდეს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს  უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს, რასაც FDA მთავარ მოთხოვნად აყენებს პროდუქტის ავტორიზაციისთვის". – თქვა FDA-ის მოქმედმა კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა.

FDA-ის გადაწყვეტილების შემდეგ Pfizer-ის ვაქცინა Covid-19-ის პირველი ვაქცინაა, რომელმაც  სრული ავტორიზაცია მიიღო. 

კომენტარები