ბათუმი

TBILISI PRIDE: ბათუმში გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა ფონდში თანხას გადავრიცხავთ

შსს

TBILISI PRIDE ბათუმში კორპუსის ჩემონგრევის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში თანხას გადარიცხავს.  ორგანიზაცია ინფრომაციას FACEBOOK-ზე ავრცელებს. 

"თბილისი პრაიდის გუნდი ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას და რეაბილიტაციას ვუსურვებთ.

ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი ღირებულებებია პასუხისმგებლობა, ზრუნვა და სოლიდარობა. ყოველ ჩვენს ქმედებას, დიდსა თუ მცირეს, საფუძვლად უნდა ედოს აზრი, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას.

თბილისი პრაიდი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში თანხას გადარიცხავს".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდა. მისივე თქმით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ კორპუსის ნაწილი, შესაძლოა, კიდევ ჩამოიშალოს

მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.  გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

 

კომენტარები