არჩევნები 2021

პრეზიდენტი: ქილიკი პასუხი არაა, როცა სტრუქტურების ეფექტურობას კითხვის ქვეშ აყენებენ

სალომე ზურაბიშვილი
იმედი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ჩამოსლასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფრომაციას მთავრობისგან ის რეაქცია არ მოჰყოლია "რაც ევალება" და, მისივე სიტყვებით, "დაცინვა და ქილიკი პასუხი არ არის". 

"ხელისუფლების რეაქცია არ არის ის, რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე. კომენტარები დღეს პარტიიდან კი არუნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებიც ვალდებული არიან, ფაქტებითდაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არ არის, როცა ქვეყანაში სახელწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ". - ამბობს ზურაბიშვილი. 

სააკაშვილმა 1 ოქტომბერს Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა და ამბობს, რომ ბათუმშია.

მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს 3 ოქტომბერს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ის ერთ-ერთ კოლონაში იქნება.   

ქართული ოცნების წევრები სააკაშვილის მიერ გვარცელებულ ინფორმაციას ირონიით შეხვდნენ და ამბობენ, რომ "თუ ტყე-ტყე იარა, ესეც კომიკურია, შეუძლია თქვას, იმავე გზებით წავედი უკანო". ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით კი "სააკაშვილს ბავშვობაში დახუჭობანას არ ეთამაშებოდნენ და ახლა გადაწყვიტა".  

"მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან". - ასე დაიწყო ბრიფინგი შალვა პაპუაშვილმა.

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. უწყების ინფორმაციით, კომუნიკაცია ჰქონდათ უკრაინულ მხარესთან და ისინი ადასტურებენ, რომ საქართველოს სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია. განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას. მისი ბრიფინგი 21:00 საათზეა ჩანიშნული. მას ჟურნალისტები არ დაესწრებიან - პარტია ვიდეოს თავად გაავცელებს. 

განცხადება არ გაუკეთებია არც ოფიციალურ კიევს, თუმცა, უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ოფისის წამყვან მენეჯერებს დაემშვიდობა. ბარაბაშმა TV პალიტრას უთხრა, რომ სააკაშვილმა თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო.

კომენტარები