არჩევნები 2021

ნიკა მელია ბრიფინგს 21:00 საათზე გამართავს

Nika Melia / ნიკა მელია / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგს 21:00 საათზე გამართავს. ინფორმაცია ტაბულას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მელიას ამ დრომდე სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. მმართველი გუნდის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოულახავს და არც ვიდეოა საქართველოში გადაღებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას ასევე უთხრეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდებოდა. სააკაშვილს ამომრჩევლისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის პირობა დღემდე მრავალჯერ აქვს მიცემული.

კომენტარები