არჩევნები 2021

სარჯველაძე: თუ ტყე-ტყე იარა, ესეც კომიკურია, შეუძლია თქვას, იმავე გზებით წავედი უკანო

შსს-მ გააკეთა განცხადება, არც ერთი გამშვები პუნქტის მეშვეობით ის საქართველოში არ იმყოფება, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია და ამას შეგვიძლია ვენდოთ. თუ მწვანე გზებით და ტყე-ტყე იარა, არ ვიცი, ესეც კომიკურად გამოიყურება. უცნაურია, ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო საყურებელი, როცა ყოფილი პრეზიდენტი ასეთი გზებით ცდილობს ავტორიტეტის განმტკიცებას საკუთარ ამომრჩეველში, საკუთარ ამომრჩევლებს რაღაცნაირად ამხნევებს ასეთი გზით. არ ერიდებიან არც ერთი მეთოდის გამოყენებას, რომ დომინანტური როლი შეინარჩუნონ ოპოზიციაში, ამხნევებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომელსაც თავადაც გული აქვთ გატეხილი და საფუძველი არ აქვთ დაიჯერონ მორიგი ჩამოსვლის დაპირება. შეიძლება გამოვიდეს, თქვას, რომ წავედი იმავე გზებით, იმიტომ, რომ არ იაქტიურეთ ან ა.შ

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოში იმყოფება.

კომენტარები