არჩევნები 2021

დავითულიანი: სააკაშვილს ბავშვობაში დახუჭობანას არ ეთამაშებოდნენ და ახლა გადაწყვიტა

აი, ახლა, ნახევარი საათის წინ, როდესაც მოვდიოდი ოფისისკენ, გზაში კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა, დაიძახა ჩამოვედიო და საწუხაროდ, შეერია ისევ ამ უსასრულო სამყაროს. ხუმრობას თავი დავანებოთ, არის ორი ვარიანტი: Deepfake-ზე იმდენი ილაპარაკა მთავარმა არხმა, რომ ერთი, შეიძლება ეს კადრები იყოს გაყალებებული და მეორე - ეს თუ ასე არ არის, დაემატება კიდევ ერთი მუხლი საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კიდევ უფრო მეტ სასჯელს მოიხდის, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს არის რეალითი შოუ. ფაქტია, ბავშვობაში ამ ადამიანს დახუჭობანას არავინ ეთამაშებოდა და ახლა გადაწყვიტა, ამ ფორმით. დახუჭობანას თამაშობს, ძალიან სასაცილოა, ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ ვიცინო კამერების წინ. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა, ბექა დავითულიანმა. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის, სავარაუდოდ, ბათუმშია

კომენტარები